weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მანანა კობახიძემ ტაბახმელაში 70 000 აშშ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა

15:22 სამშაბათი, 09 მაისი 2017

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მანანა კობახიძემ, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 121 მ2 ფართობის საცხოვრებელი სახლი 600 მ2 მიწის ნაკვეთთან ერთად შეიძინა, რაშიც 70 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში 2017 წლის 19 აპრილს იქნა წარდგენილი და იმავე დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტაბახმელაში უძრავ ქონებას ფლობს ასევე მანანა კობახიძის შვილი მაკა ორაგველიძე. 2016 წლის ივლისში მან 1000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი 10 000 აშშ დოლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2016 წელს არჩეულ იქნა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად. 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]